კომპიუტერული გრაფიკის სასწავლო კურსები
გრაფიკული და ვებ დიზაინის შესწავლა გამოადგება ნებისმიერი განათლების ადამიანს დამატებითი პროფესიის ათვისებაში და თუნდაც საკუთარ, პროფესიულ საქმიანობაში.
კომპიუტერული გრაფიკის ბიზნესში - არ არსებობს საზღვრები! პროფესიონალ დიზაინერს შეუძლია იმუშაოს როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო მასშტაბით. შეუძლია იყოს დამოუკიდებელი და აწარმოოს საკუთარი ბიზნესი. მიიღოს და შეასრულოს დაკვეთა, შექმნას საკუთარი პროდუქცია და რეალიზაცია მოახდინოს მთელ მსოფლიოში. ჰქონდეს საქმიანი საერთაშორისო ურთიერთობები სამშობლოდან გაუსვლელად.
სასწავლო პროგრამა
გრაფიკოს-დიზაინერის პროფესიის სწრაფად დაუფლებისათვის შერჩეულია 3 წამყვანი კომპიუტერული პროგრამა:
- CorelDraw
- Adobe Flash
- Adobe Dreamweaver
სხვა გამოსადეგ პროგრამებსა და უტილიტებს მსურველი თავადაც აითვისებს თანდათანობით. ამ პროგრამების ცოდნით კი, ახლავე შეძლებს შეკვეთების შესრულებას: ვებ-საიტის, ლოგოტიპებისა და სარეკლამო ბანერების შექმნას. ტიპოგრაფიული გამოცემების მომზადებას და წიგნისა თუ ჟურნალის ილუსტრირებას.
მსურველს შეუძლია შეისწავლოს სამივე პროგრამა, ან აირჩიოს ერთ-ერთი. სტუდია სერთიფიკატს გადასცემს მხოლოდ სამივე პროგრამის კურსდამთავრებულს.
ცალკეული პროგრამის სასწავლო კურსის ღირებულება 200 ლარია და შედგება 16 გაკვეთილისაგან (ორი თვის განმავლობაში). 60 წუთიანი, ინდივიდუალური მეცადინეობა ჩატარდება კვირაში ორჯერ ან მოსწავლის სურვილის შემთხვევაში - დაჩქარებული რეჟიმით. მიიღებიან ნებისმიერი ასაკის ნიჭიერი პიროვნებები. ანგარიშსწორება ხდება კურსის დასაწყისში, სტუდიის საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით.
გაკვეთილების დინამიკა:
CorelDraw
|
დეკოტარიული ელემენტებისა და ობიექტების ხაზვა, კომბინირება-დაჯგუფება და რედაქტირება. |
გამოსახულებაზე მუშაობა და ფოტო-მონტაჟი. მომზადება ინტერნეტ-სივრცეში გამოსაქვეყნებლად. |
პოსტერების, ბუკლეტებისა და კატალოგების დიზაინის მომზადება ფოტო და ვექტორული ელემენტების კომბინირებით. |
მხატვრულ-დეკორატიული წიგნისა და ჟურნალის დიზაინის შექმნა და ფაილების მომზადება სტამბისათვის. |
Adobe Flash
| სარეკლამო ბანერების შექმნის ტექნიკა. |
Adobe Dreamweaver
სტანდარტული ვებ-საიტის შექმნის ტექნოლოგია. სტილების ოპტიმიზაცია და რედაქტირება. |
ვებ-საიტის გამართვა მულტიმედია და Flash ტექნოლოგიების ინტეგრაციით. ოპტიმიზაცია საძიებო სისტემებისათვის. |

ლოგოტიპების შექმნა. ინსტრუმენტების გამოყენება სწრაფი მუშაობისათვის.
დეკოტარიული ელემენტებისა და ობიექტების ხაზვა, კომბინირება-დაჯგუფება და რედაქტირება.
გამოსახულებაზე მუშაობა და ფოტო-მონტაჟი. მომზადება ინტერნეტ-სივრცეში გამოსაქვეყნებლად.
პოსტერების, ბუკლეტებისა და კატალოგების დიზაინის მომზადება ფოტო და ვექტორული ელემენტების კომბინირებით.
მხატვრულ-დეკორატიული წიგნისა და ჟურნალის დიზაინის შექმნა და ფაილების მომზადება სტამბისათვის.

ვებ-საიტის შექმნა Flash ტექნოლოგიებით.
სტანდარტული ვებ-საიტის შექმნის ტექნოლოგია. სტილების ოპტიმიზაცია და რედაქტირება.
ვებ-საიტის გამართვა მულტიმედია და Flash ტექნოლოგიების ინტეგრაციით. ოპტიმიზაცია საძიებო სისტემებისათვის.