კალიგრაფიის, მინიატურისა და ხატწერის სასწავლო კურსი
თანამედროვე მსოფლიოში მატულობს მოთხოვნა ხატწერის, მინიატურისა და კალიგრაფიის ხელოვნებაზე. პოტენციურ დაკვეთებთან ერთად, ეს შემოქმედება სულის სიმშვიდისა და სიღრმისეული ცოდნის მომტანია.
- თანამედროვე კალიგრაფები მუშაობენ საგამომცემლო და სარეკლამო დიზაინის სფეროში. მათ ნაშრომს ვხედავთ წამყვანი ფირმების ლოგოტიპებზე და ძვირფასი პროდუქციის ეტიკეტებზე. კალიგრაფიული წარწერები პრესტიჟთან და ესთეტიკასთან ასოცირდება, რაც დამკვეთი ფირმის მარკეტინგში კარგ შედეგს იძლევა.
- მინიატურისა და ორნამენტის ხელოვნების ფლობა, კომპიუტერულ ხანაშიც კი შეუცვლელია წიგნის ილუსტრირებისას და ტიპოგრაფიული გამოცემების დიზაინზე მუშაობისას.
- ხატწერა აერთიანებს კალიგრაფიის, მინიატურისა და ორნამენტის ტექნიკის ფლობას და ყოველივეს მართავს სულიერი სიწმინდისა და სიმტკიცის წინამძღვრობით.
სასწავლო პროგრამა
მოქმედია მხოლოდ სრული კურსი, რომლისთვისაც გაიცემა სერთიფიკატი და შერჩეულია სასწავლო დისციპლინები:
- კალიგრაფია
- ორნამენტი
- მინიატურა
- ხატწერა
90 წუთიანი მეცადინეობა ჩატარდება კვირაში ორჯერ. სულ 32 გაკვეთილი 4 თვის განმავლობაში. მიიღებიან ნებისმიერი ასაკის ნიჭიერი პიროვნებები.
ანგარიშსწორება ხდება კურსის დასაწყისში სტუდიის საბანკო ანგარიშზე თანხის 50%-ის და შუალედში 50%-ის ჩარიცხვით. საერთო ღირებულებაა 400 ლარი.
გაკვეთილების დინამიკა:
პრაქტიკული ნაწილი:
- ასომთავრული, ნუსხური და მხედრული ანბანების წერის სტილების შესწავლა, დახვეწა და უნიკალური ხელწერის გამომუშავება.
- შემკულობა - მხატვრული საზედაო ასოებისა და ორნამენტების შექმნა.
- კომპოზიციური ნახატის აგება, კონტურის დახვეწა, ფერის ჩასხმა და ამოყვანა.
- სამხატვრო ტექნოლოგიების შესწავლა ქაღალდის, ხის დაფისა და ლაქ-საღებავების მომზადებისათვის.
- ბიზანტიური, ბერძნული, ბალკანური, რუსული და ქართული ხატებისა და მინიატურების ასლების შექმნით საკუთარი, უნიკალური სტილის გამომუშავება.
თეორიული ნაწილი:
- ქართული დამწერლობის წარმოშობისა და განვითარების ისტორია.
- ქართული ანბანის აგებულება და დამწერლობის სახეები.
- ქართული კალიგრაფია და კალიგრაფები - კალიგრაფიული სკოლები.
- წიგნის ხელოვნება - ხელნაწერის, ორნამენტული დეკორისა და მინიატიურის ურთიერთქმედება.
- მინიატურისა და ხატწერის ისტორია, აღმოსავლური და დასავლური სტილების ჩამოყალიბება და განვითარება, იკონოგრაფიის საფუძვლები, ფერისა და გამოსახულების კანონიკა.
