chaganava.com

ხელნაწერები

კალიგრაფიისა და წიგნის ხელოვნება ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობაა. ქართული დამწერლობის ისტორია 24 საუკუნეს მოიცავს. კალიგრაფიული ხელნაწერი ძვირფას საჩუქრად ითვლება მთელ მსოფლიოში.

 

სასაჩუქრე პროდუქცია (კალიფრაფია გრაფიკულ დიზაინთან ერთად)

კალიგრაფიული ნამუშევრები დანიშნულია ბინაში ან ორგანიზაციის კაბინეტში კედელზე გამოსაფენად. ჩვენი ექსპერიმენტების საშუალებით დამტკიცდა, რომ კალიგრაფია დღეს კომპიუტერულ ხანაშიც იჭრება და გრაფიკულ დიზაინთან ერთობლიობაში საოცარ ნიმუშებს გვაძლევს. ამ პროდუქციას უკვე კარგად იცნობს საზოგადოება.

 

ლოცვანი და ფსალმუნნი

სხვადასხვა ტონირების ქაღალდი, დამუშავებული პარაფინით, ამოკერილი ფერადი ძაფით და მიმაგრებული ლამინირებულ დაფაზე.

მამაო ჩვენო (12/29სმ.) ათი მცნება (15/29სმ.) 9 ნეტარება (15/29სმ.) მრწამსი (15/29სმ.)
ლოცვა მფარველი ანგელოზისადმი (15/29სმ.) 50-ე ფსალმუნი (15/29სმ.) 90-ე ფსალმუნი (15/29სმ.) დედის ლოცვა (15/29სმ.)

 

ტროპარნი, კონდაკნი და სავედრებელნი, ვეფხისტყაოსნის სტროფები

სხვადასხვა ტონირების ქაღალდი, ჩარჩო (პასპარტუ) მინით, გამჭვირვალე შეფუთვა.

დედა ღმრთისა (15/21სმ.) დედა ღმრთისა (15/21სმ.) წმ. გიორგი (15/21სმ.) წმ. გიორგი (15/21სმ.)
წმ. ნინო (15/21სმ.) წმ. დავით გარეჯელი (15/21სმ.) ვეფხისტყაოსნის სტროფები (24/32სმ.) ვეფხისტყაოსნის სტროფები (24/32სმ.)

 

ხელნაწერი წიგნები

კალიგრაფიის ხელოვნება დაიხვეწა და განვითარდა წიგნის ხელოვნებასთან ერთად. ხელნაწერი წიგნის შექმნა არის ურთულესი პროცესი და აქედან გამომდინარე, კალიგრაფის შემოქმედების მწვერვალი. მაგრამ ასეთი შრომა და ეს ცოდნა ძვირად ანაზღაურებადია. ხელნაწერის ორიგინალი მხოლოდ დამკვეთის ხელში ხვდება. იმისათვის რომ ხელნაწერი წიგნის მადლი სხვა დამფასებლებმაც შეიგრძნონ, არასტამბური გზით, ერთეულობით, მზადდება ხელნაკეთი ასლები.

 

ვაჟა-ფშაველას პოემა - "ილო" (2011)

ორიგინალურ ხელნაწერ წიგნში 12 გვერდია, ზომა 21/29სმ. ორნამენტული დეკორი, საზედაო ასოები და 2 მინიატურა.

 

წმიდა ანტონ მარტყოფელის ცხოვრება (2010)

ორიგინალურ ხელნაწერ წიგნში 24 გვერდია, ზომა 15/21სმ. ორნამენტული დეკორი, საზედაო ასოები და 5 მინიატურა.

 

ვაჟა-ფშაველას პოემა - "სტუმარ-მასპინძელი" (2009)

ორიგინალურ ხელნაწერ წიგნში 32 გვერდია, ზომა 21/29სმ. მდიდრული ორნამენტული დეკორი, საზედაო ასოები ყოველი თავის დასაწყისში და 7 მინიატურა. იხ. ხელნაწერი წიგნის შექმნის პროცესის ვიდეო-კლიპი.

 

კოლაელ ყრმათა წამება (2009)

ორიგინალურ ხელნაწერ წიგნში 16 გვერდია, ზომა 15/21სმ. ორნამენტული დეკორი, საზედაო ასოები და 3 მინიატურა. იხ. ხელნაწერი წიგნის შექმნის პროცესის ვიდეო-კლიპი.