| სკოლა-სტუდია |
კომპიუტერული შემოქმედების, გრაფიკული და ვებ დიზაინის პროფესიონალური სასწავლო კურსი ჩვენს სკოლა-სტუდიაში
ვრცლად >>>
|
თბილისში უფასოდ მოწოდებისათვის პროდუქცია დაუკვეთეთ უშუალოდ სტუდიას. პროდუქცია მოგეწოდებათ სასაქონლო ზედნადებთან ერთად (ანგარიშსწორება ნებისმირი). ტელ: 327509; 319108; 899 953073
|
ჩაგანავას სტუდიის პროდუქცია და მომსახურეობა
სტუდიის პროდუქციის შეძენა შესაძლებელია მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან. სტუდიის სარეკლამო სერვისის მასშტაბურობა ორგანიზაციებისა და კომერციული ფირმების სარეკლამო კამპანიის წარმართვას სრულად უზრუნველყოფს. აქვე მოქმედებს კომპიუტერული შემოქმედებისა და დიზაინის სკოლა-სტუდია.
| პროდუქცია |
ელექტრონული გამოცემები
აირჩიეთ ინტელექტუალური საჩუქრები თქვენი უცხოელი სტუმრებისა და მასპინძლებისათვის. წარმოაჩინეთ ქართული ხელოვნება და კულტურა ღირსეულად. |
აუდიო ალბომები
თანამედროვე ქართული მუსიკალური კომპოზიცია ისევე აოცებს მსოფლიო მსმენელს, როგორც ქართული ხალხური სიმღერა და საეკლესიო საგალობელი. |
კალიგრაფიული ნამუშევრები
ჩვენი სტუდია პოპულარიზაციას უწევს ქართული კალიგრაფიის ხელოვნებას და ავრცელებს კალიგრაფიულ ნამუშევრებს მსოფლიო მასშტაბით. |
ხელნაწერი წიგნები
კალიგრაფიისა და წიგნის ხელოვნება ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობაა. ქართული დამწერლობის ისტორია 24 საუკუნეს მოიცავს. |
ხელნაწერი ხატები
დაათვალიერეთ ქართველი ხატმწერების მიერ შექმნილი ხელნაწერი ხატები, ფრესკები და მინიატურები. შეადარეთ ქართული ხატწერის კლასიკური და არქაული სტილი. |
სხვა გამოცემები
სტუდიის მცირეტირაჟიანი გამოცემები მხატვრული და სასწავლო-საგანმანათლებლო შინაარსისაა. მხადდება ხელნაწერი წიგნების ერთეული ასლებიც. |
| სარეკლამო სერვისი |
სარეკლამო თამაშების შექმნა
კომერციული ფირმის სარეკლამო კამპანიის ერთერთი სტრატეგიული მიმართულებაა თამაშების შექმნა და საკუთარ ვებ-საიტზე განთავსება. |
სარეკლამო ბანერების დამზადება
მცირე და საშუალოფორმატიანი სარეკლამო ბანერებს კომპანიები ათავსებენ ვებ-პორტალებზე, სადაც მათ უფრო მეტი მომხმარებელი ხედავს. |
სარეკლამო ანიმაცია
სარეკლამო ანიმაციას იყენებენ ფირმის საქმიანობის, ან კონკრეტული ნაწარმის თუ მომსახურეობის სატელევიზიო ჩვენებისათვის, ვებ-პორტალებზე და საიტებზე განთავსებისათვის. |
ტექნიკური ანიმაცია
ტექნიკური ანიმაციის დანიშნულებაა ახალი გამოგონების, საწარმოო ან საექპლოატაციო პროცესების ეფექტურად და უფრო გასაგებად დემონსტრირება, იმ დროს, როცა ეს შეუძლებელია რეალურ გარემოში. |
საფირმო ფონტები
სარეკლამო მიზნებისათვის გამოიყენებთ ჩვენს მიერ შექმნილ საფირმო ფონტებს. ყოველი ფონტი ატარებს დამკვეთი ორგანიზაციის სახელს და ვრცელდება უფასოდ. ამ სახელს კომპიუტერის უამრავი მომხმარებელი დაიზეპირებს. |
ვიდეო-მატიანე
კომპანიებისა და ორგანიზაციებისათვის მნიშვნელოვანია ღონისძიებებისა და მოვლენების ვიდეო-მატიანის შექმნა. ეს მასალები მონტაჟდება ვიდეო-კლიპებად და დოკუმენტურ ფილმებად, რაც სარეკლამო სივრცეს აფართოებს. |
ტიპოგრაფული გამოცემების დიზაინი
ტიპოგრაფული გამოცემების დიზაინს გვიკვეთავენ მსხვილი კომპანიები და კერძო პირები. ჩვენს მიერ შექმნილი შრიფტებისა და ორნამენტების ბაზა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მხატვრული და სასულიერო გამოცემებისათვის. |
ლოგოტიპების დამზადება
ლოგოტიპების დამზადებისას გრაფიკულ დიზაინთან ერთად გვეხმარება წლების მანძილზე განხორციელებული პალეოგრაფიული ძიებანი, კალიგრაფიის ღრმა ცოდნა და ახალი შრიფტების შექმნის გამოცდილება. |
ვებ-საიტის დამზადება
ჩვენი სტუდიის მუშაობის ათწლიანმა პრაქტიკამ გვიჩვენა, თუ როგორ იცვლებოდა ვებ-საიტის დამზადების ტექნოლოგია დროის შესაბამისად. ჩვენ ვამზადებთ ვებ-საიტს ორი მთავარი - სარეკლამო და საინფორმაციო სტილის მიხედვით. |
|
კომპიუტერული შემოქმედებისა და დიზაინის სკოლა-სტუდია
მოსწავლეები სრულყოფილად შეისწავლიან სარეკლამო და საგამომცემლო საქმეს: გრაფიკულ და ვებ დიზაინს, ტიპოგრაფული გამოცემების, ვებ-საიტისა და ელექტრონული წიგნების მომზადებას. აუდიო და ვიდეო ფაილების მონტაჟს. სარეკლამო კლიპების, ანიმაციის, თამაშებისა და შრიფტების შექმნას.
იხ. ვრცლად:
კომპიუტერული შემოქმედებისა და დიზაინის სკოლა-სტუდია |
 |
 |
|