სასაჩუქრე პროდუქცია

სად შევიძინოთ?

თბილისში უფასოდ მოწოდებისათვის პროდუქცია დაუკვეთეთ უშუალოდ სტუდიას. პროდუქცია მოგეწოდებათ სასაქონლო ზედნადებთან ერთად (ანგარიშსწორება ნებისმირი). ტელ: 327509 email

New Fonts by Chaganava Studio

სტუდიის სერვისი

სარეკლამო კამპანია

პოლიგრაფიულ და ვებ დიზაინთან ერთად რეკლამისა და მარკეტინგის სხვა საშუალებებსაც დაგახმართ. თქვენი რეკლამა და ვებ-საიტი მომგებიანად იმუშავებს.

თქვენი პროდუქცია

შექმენით საკუთარი ინტელექტუალური პროდუქცია საერთაშორისო და ადგილობრივი ბაზრისათვის. დაიწყეთ შემოქმედებითი ბიზნესი ჩვენი დახმარებით.

სწავლება

ყოველივეს, რასაც ამ საიტზე ხედავთ (საიტის დამზადების და ელექტრონული კომერციის ჩათვლით), შეგასწავლით პრაქტიკული სამუშაოებით.

ახალი ფონტები

ქართული დამწერლობის ისტორია უძველესი ასომთავრულით, ნუსხა-ხუცურით და თანამედროვე მხედრულით 23 საუკუნეს მოიცავს. ამ ისტორიას ღირსეული, თანამედროვე ფურცლების დამატება ესაჭიროება.

გარდა ხელნაწერი წიგნებისა და კალიგრაფიული გამოცემების შექმნისა, ჩვენი სტუდია ახორციელებს პროგრესულ და ყველასათვის მომგებიან პროექტს ქართული დამწერლობის განვითარებისა და ახალი კომპიუტერული ფონტების გავრცელებისათვის.

პროექტის მიხედვით ორგანიზაციებსა და კერძო ფირმებს საშუალება ეძლევათ სარეკლამო მიზნებისათვის გამოიყენონ ჩვენს მიერ შექმნილი ნებისმიერი ახალი ფონტი, რომელთა ნუსხა თანდათანობით შეივსება მოცემულ გვერდზე.

ყოველი შესყიდული ფონტი ატარებს დამკვეთი ორგანიზაციის სახელს და უფასოდ ვრცელდება მისი ვებ-საიტიდან.

ქართული ფონტი - ლათინური "თაჰომას" ანალოგი

შესყიდულია ფარმაცევტული კომპანია "ჯიპისი"-ს მიერ და ატარებს მის სახელს - GPC_Ta.

ქართული ფონტი - ლათინური "თაიმსის" ანალოგი

შესყიდულია ფარმაცევტული კომპანია "ჯიპისი"-ს მიერ და ატარებს მის სახელს - GPC_Ti.

ქართული ფონტი - ლათინური "არიალის" ანალოგი (მიმდინარე)

გთავაზობთ: გახდეთ ფონტის მფლობელი და დაარქვათ მას თქვენი ორგანიზაციის სახელი - (თქვენი სახელი_Ar)

ქართული ფონტი - საეკლესიო გამოცემებისათვის (მიმდინარე)

გთავაზობთ: გახდეთ ფონტის მფლობელი და დაარქვათ მას თქვენი ორგანიზაციის სახელი - (თქვენი სახელი_church)

უცხოელთათვის

ღირსეული საჩუქრები მაღალი ტექნოლოგიითა და ქართული ღირებულებებით


დაგაინტერესებთ

მოსკოვის წმ. გიორგის ქართული ტაძრის მოხატულობა

Relaxation_screenshot

ფონური მუსიკის 10 კომპოზიცია ფილმებისათვის

Russian Pages Русские Страницы Georgian Pages ქართული გვერდები

© 2007 Chaganava Studio

Rambler's Top100 Rambler's Top100