www.chaganava.com
პროდუქცია

სარეკლამო სერვისი

სკოლა-სტუდია

კომპიუტერული შემოქმედების, გრაფიკული და ვებ დიზაინის პროფესიონალური სასწავლო კურსი ჩვენს სკოლა-სტუდიაში

ვრცლად >>>


თბილისში უფასოდ მოწოდებისათვის პროდუქცია დაუკვეთეთ უშუალოდ სტუდიას. პროდუქცია მოგეწოდებათ სასაქონლო ზედნადებთან ერთად (ანგარიშსწორება ნებისმირი). ტელ: 327509; 319108; 899 953073


New Fonts by Chaganava Studio

კალიგრაფიული ხელნაწერი წიგნები

კალიგრაფიისა და წიგნის ხელოვნება ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობაა. ქართული დამწერლობის ისტორია 24 საუკუნეს მოიცავს. ჩვენმა სტუდიამ განაახლა ხელნაწერი წიგნების შექმნა და დაიწყო შეკვეთების მიღება.

2010 წლის მარტიდან ჩვენ დავაარსეთ საქართველოს მხატვარ-კალიგრაფთა კავშირი, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს კალიგრაფიის ხელოვნების განვითარებას საქართველოში.

კალიგრაფიის ხელოვნებას მსოფლიოში დიდი ყურადღება ეთმობა. UNESCO-ს ეგიდით იმართება კალიგრაფიის საერთაშორისო მუდმივმოქმედი გამოფენა. ექსპოზიციაში მონაწილეობს 100-ზე მეტი კალიგრაფი მსოფლიოს 34 ქვეყნიდან, მათ შორის - საქართველოდან.

კალიგრაფიის ხელოვნება დაიხვეწა და განვითარდა წიგნის ხელოვნებასთან ერთად. ხელნაწერი წიგნის შექმნა არის ურთულესი პროცესი და აქედან გამომდინარე, კალიგრაფის შემოქმედების მწვერვალი. მაგრამ ასეთი შრომა და ეს ცოდნა ძვირად ანაზღაურებადია. ხელნაწერთა ორიგინალები მხოლოდ რჩეულთა ხელში ხვდება. იმისათვის რომ ხელნაწერი წიგნის მადლი სხვა დამფასებლებმაც შეიგრძნონ, არასტამბური გზით, ერთეულობით, მზადდება ხელნაკეთი ასლები.

ხელნაწერი წიგნები (ორიგინალები და ხელნაკეთი ასლები)

წმ. ანტონ მარტყოფელი - 2010

აბდულმესიანი - 1991

სტუმარ-მასპინძელი - 2009

ლოცვანი - 1991

კოლაელ ყრმათა წამება - 2009

კოლაელ ყრმათა წამება - 1990

წმ. დავით გარეჯელი - 1993

 

 

 

 


დაგაინტერესებთ

Modern Times - mp3 album by Levan Chaganava

აუდიო ალბომი - "თანამედროვე დროება" - ფონური მუსიკის კომპოზიციები ფილმებისათვის

Georgian manuscripts - Prayers

კალიგრაფიული ნამუშევრები - ლოცვანი და ფსალმუნნი

manuscript book cover - abdulmesiani

ხელნაწერი წიგნი - აბდულმესიანი


Lasha Kintsurashvili - orthodox icons

ჯგუფის გალერეა - მართლამდიდებლური ხატები, ფრესკები და მინიატურები

Lasha KintsuraSvili - artworks

ჯგუფის გალერეა - ფერწერა, გრაფიკა და ილუსტრაცია

© 2005-2010 Chaganava Studio