www.chaganava.com
პროდუქცია

სარეკლამო სერვისი

სკოლა-სტუდია

კომპიუტერული შემოქმედების, გრაფიკული და ვებ დიზაინის პროფესიონალური სასწავლო კურსი ჩვენს სკოლა-სტუდიაში

ვრცლად >>>


თბილისში უფასოდ მოწოდებისათვის პროდუქცია დაუკვეთეთ უშუალოდ სტუდიას. პროდუქცია მოგეწოდებათ სასაქონლო ზედნადებთან ერთად (ანგარიშსწორება ნებისმირი). ტელ: 327509; 319108; 899 953073


New Fonts by Chaganava Studio

კალიგრაფიული ნამუშევრები

2000 წლიდან ჩვენი სტუდია პოპულარიზაციას უწევს ქართული კალიგრაფიის ხელოვნებას და ავრცელებს კალიგრაფიულ ნამუშევრებს მსოფლიო მასშტაბით. კალიგრაფიული ნამუშევრები დანიშნულია ბინაში ან ორგანიზაციის კაბინეტში კედელზე გამოსაფენად.

2010 წლის მარტიდან ჩვენ დავაარსეთ საქართველოს მხატვარ-კალიგრაფთა კავშირი, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს კალიგრაფიის ხელოვნების განვითარებას საქართველოში.

კალიგრაფიის ხელოვნებას მსოფლიოში დიდი ყურადღება ეთმობა. UNESCO-ს ეგიდით იმართება კალიგრაფიის საერთაშორისო მუდმივმოქმედი გამოფენა. ექსპოზიციაში მონაწილეობს 100-ზე მეტი კალიგრაფი მსოფლიოს 34 ქვეყნიდან, მათ შორის - საქართველოდან.

კალიგრაფიის ხელოვნების პოპულარიზაცია ვერ მოხდება ერთეული ნამუშევრების ხარჯზე, რომლებიც მხოლოდ დამკვეთთა კოლექციებს ავსებენ. საჭიროა ყოველი ნამუშევრის ასლის გავრცელება, რომ მეტმა ადამიანმა იხილოს და დატკბეს კალიგრაფიის ხელოვნების მშვენიერებით.

დღეს მსოფლიოში, პროფესიონალ კალიგრაფთა უმრავლესობა ხელნაწერებთან ერთად მუშაობს კომპიუტერულ გრაფიკაში, ქმნის ვექტორულ ორნამენტებს, ახალ კომპიუტერულ ფონტებს, საფირმო ნიშნებს და სარეკლამო დიზაინის სხვა ელემენტებს.

გარდა ხელნაწერთა შექმნისა, ჩვენი ექსპერიმენტების საშუალებით დამტკიცდა, რომ კალიგრაფია დღეს კომპიუტერულ ხანაშიც იჭრება და გრაფიკულ დიზაინთან ერთობლიობაში საოცარ ნიმუშებს გვაძლევს. ამ პროდუქციას უკვე კარგად იცნობს საზოგადოება.

სასაჩუქრე პროდუქცია (კალიფრაფია გრაფიკულ დიზაინთან ერთად)

Georgian manuscripts - Prayersლოცვანი და ფსალმუნნი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ დადგენილი ლოცვების და ფსალმუნების კალიგრაფიული ხელნაწერები შემკობილი ორნამენტული დეკორით.

სხვადასხვა ტონირების სპეც. ქაღალდი, დამუშავებული პარაფინით, ამოკერილი ფერადი ძაფით და მიმაგრაბული ლამინირებულ დაფაზე. გამჭვირვალე შეფუთვა სტუდიის ეტიკეტით.


10.00 ლარი

Georgian manuscripts - Troparions, Kontakions and Prayersტროპარნი, კონდაკნი და სავედრებელნი

მართლმადიდებელი ეკლესიის დღესასწაულთა და წმინდანთა ტროპარების, კონდაკებისა და სავედრებლების კალიგრაფიული ხელნაწერები მინიატურებისა და ხატების გამოსახულებებით.

სხვადასხვა ტონირების სპეც. ქაღალდი, დამუშავებული პარაფინით. ჩარჩო მინით. გამჭვირვალე შეფუთვა სტუდიის ეტიკეტით.


15.00 ლარი

Georgian manuscripts - Poem Miniatures - Shota Rustaveliვეფხისტყაოსნის სტროფები და მინიატურები

შოთა რუსთაველის პოემის - ვეფხისტყაოსნის უკვდავი სტროფების კალიგრაფიული ხელნაწერები და უცნობი ავტორის მიერ XVIII საუკუნეში შესრულებული მინიატურები.

სხვადასხვა ტონირების სპეც. ქაღალდი, დამუშავებული პარაფინით. ჩარჩო (პასპარტუ) მინით. გამჭვირვალე შეფუთვა სტუდიის ეტიკეტით.


25.00 ლარი

დაგაინტერესებთ

Modern Times - mp3 album by Levan Chaganava

აუდიო ალბომი - "თანამედროვე დროება" - ფონური მუსიკის კომპოზიციები ფილმებისათვის

Georgian manuscripts - Prayers

კალიგრაფიული ნამუშევრები - ლოცვანი და ფსალმუნნი

manuscript book cover - abdulmesiani

ხელნაწერი წიგნი - აბდულმესიანი


Lasha Kintsurashvili - orthodox icons

ჯგუფის გალერეა - მართლამდიდებლური ხატები, ფრესკები და მინიატურები

Lasha KintsuraSvili - artworks

ჯგუფის გალერეა - ფერწერა, გრაფიკა და ილუსტრაცია

© 2005-2010 Chaganava Studio