chaganava.com

სარეკლამო თამაშები

კომერციული ფირმის სარეკლამო კამპანიის ერთერთი სტრატეგიული მიმართულებაა თამაშების შექმნა და საკუთარ ვებ-საიტზე განთავსება.

სარეკლამო თამაშები იქმნება Flash ტექნოლოგიით, რაც ფაილების ზომას და შესაბამისად, მათი ჩატვირთვის დროს ამცირებს. მომხმარებელი სწრაფად ირჩევს და იწყებს თამაშს. Flash ტექნოლოგიის ვექტორული გრაფიკა სასიამოვნო და ლაღია. შესანიშნავი ფერები და აღქმადობა მოთამაშეს კარგ განწყობას უქმნის. სიმარტივე და ლამაზი ნახატები განსაკუთრებით მიმზიდველია ბავშვებისათვის. თუმცა, ასეთ თამაშებს მათი მშობლებიც სიამოვნებით უერთდებიან. ამავე დროს, მთელ მსოფლიოში დაკვირვებებმა აჩვენა, რომ ოფისში მონოტონური შრომით გადაღლილ თანამშრომლებთა უმრავლესობა, შესვენებისას სწორედ ასეთი თამაშებით იხალისებენ გუნებას.

ამრიგად, სარეკლამო თამაშების შექმნით კომერციულ კომპანიას საკუთარი საქმიანობის და პროდუქციის ეფექტურად წარმოჩენა შეუძლია.

ასეთი კომპანიის საიტზე დიდხანს ჩერდებიან ბავშვები, მათი მშობლები და სხვადასხვა ფირმების თანამშრომლები, ანუ რეალური მომხმარებლები ამ კომპანიის პროდუქციისა.

მაგალითად, კომპანია ჯიპისიმ თამაშები დაგვიკვეთა მათი მარკეტინგული პროდუქტის - "ზღარბი-ბარათის" რეკლამისათვის და განათავსა წითელი ა-ს ვებ-საიტზე: www.reda.ge

"ზღარბი-ბარათის" მფლობელი კომპანია ჯიპისის პროდუქციის შეძენისას ღებულობს ბონუს-ქულებს, ე.წ. ვაშლებს. ქულების გარკვეული რაოდენობის დაგროვებისას უფასოდ ირჩევს კომპანიის პროდუქტებს. რა თქმა უნდა, ამ თამაშებშიც ასეა - ზღარბი აგროვებს ვაშლებს.