GPC_Ti - ქართული ფონტი - ლათინური "თაიმსის" ანალოგი
სრული ფონტი შედგება 8 ფაილისგან. აქედან 4 მთავრული და 4 ნუსხური განლაგების ასო-ნიშნებისათვის: (normal, normal-italic, bold, bold-italic). ფონტი დამზადებულია პოპულარული ლათინური "Times"-ის ანალოგად და შეიძლება წარმატებით გამოყენებულ იქნას მის გვერდით, ორენოვანი დოკუმენტებისა და გამოცემების შექმნისას.
ქართული შრიფტის ასო-ნიშანთა პროპორციები, ხაზები, გრაფიკული მოყვანილობა და ოთხ ხაზში განთავსების პრინციპი შესაბამისობაშია ლათინური "Times"-ის არქიტექტურასთან და ამრიგად ორენოვანი გამოცემების დიზაინისათვის დამახასიათებელ აქამდე არსებულ პრობლემებს ერთმნიშვნელოვნად ჭრის.
რადგან თავისი ბუნებით ფონტი საკითხავი მასალისთვისაა გამიზნული, მასში დამატებულია ძველი ქართული ანბანის 5 ასო-ნიშანი და ამავე დროს შეიცავს რომაული ციფრების აღმნიშვნელ ასოებს (I=1, V=5, X=10, L=50, C=100, D=500, M=1000). ამრიგად, დამატებით ასო-ნიშანთა ლათინურ კლავიატურაზე პრაქტიკული განლაგებისათვის მოძებნილია ახალი ვარიანტი (იხ. კლავიატურაზე განლაგება წითელი ფერით გამოსახულ შრიფტში (დაბალი და მაღალი რეგისტრი აკრეფილია მონაცვლეობით)).
ვინაიდან ქართული ასო ჩ განთავსებულია მაღალი რეგისტრის C-ს ადგილას, სწრაფი ორიენტაციისათვის რომაული ციფრი C=100 იკავებს მაღალი რეგისტრის ყველა თავისუფალ ადგილს კლავიატურაზე. გამონაკლისია მაღალი რეგისტრის ასო G, რომლის ადგილას კომპანია ჯიპისის თანამშრომელთა პატივსაცემად განთავსებულია სიმბოლო GPC.
ფონტი მოქმედია როგორც ლათინური, ისე უნიკოდის კოდირებისთვის. შესაძლებელია KA კლავიატურაზე აკრეფილი Sylfaen-ის ფონტის შეცვლა GPC_Ti ფონტით.
ფონტი: GPC_Ti (შეიცავს 8 ფაილს)
შესყიდულია ფარმაცევტული კომპანია "ჯიპისი"-ს მიერ და ატარებს მის სახელს - GPC_Ti.
მთავრული ასო–ნიშნების: GPC_Ti_mT - Normal GPC_Ti_mTb - Bold GPC_Ti_mTbi - Bold-italic GPC_Ti_mTi - Italic ნუსხური ასო–ნიშნების: GPC_Ti_nu - Normal GPC_Ti_nub - Bold GPC_Ti_nubi - Bold-italic GPC_Ti_nui - Italic |
ჩამოტვირთეთ: GPC_Ti.zip |
ნახეთ ასევე:

